Golden-hour Mukhrani valley landscape
მუხრანის ველი, ქართლი

VIVENS — ბუნების ენერგიით შექმნილი ცოცხალი ღვინო. ცოცხალი ღვინო, დადუღებული საკუთარ საფუარზე. დამატებული გოგირდის გარეშე. ისეთი, როგორიც იმ წლის ბუნებამ შექმნა.

ცოცხალი ღვინო

ბუნებრივად დადუღებული ღვინო, რომელიც ინარჩუნებს სიცოცხლეს და აგრძელებს განვითარებას.

ვენახი, როგორც ცოცხალი ეკოსისტემა

სადაც ვაზი, ცხვრები და მიკროორგანიზმები ჰარმონიულად თანაარსებობენ. აქ ყველაფერი ერთმანეთზე მოქმედებს და ქმნის ბუნებრივ ბალანსს, რომელიც საბოლოოდ ღვინოში აისახება.

ღვინის კოლექცია

ჩვენი ღვინოები იქმნება ცოცხალი ვენახიდან — საკუთარი საფუარით, მინიმალური ჩარევით და ყოველგვარი დანამატების გარეშე.

ყოველი ღვინო განსხვავებულია — ისეთივე, როგორიც იმ წელს ბუნებამ მოგვცა.

Vivens-ჩინური

ყურძნის ჯიში

ჩინური

Vivens-ჩინური

2025

მსუბუქად ცქრიალა ცოცხალი ღვინო ჩინური, საკუთარ საფუარზე არის დადუღებული.

Vivens-როზე

ყურძნის ჯიში

თავკვერი

Vivens-როზე

2025

ცოცხალი ღვინო როზე, საკუთარ საფუარზე არის დადუღებული.

ჩვენ შესახებ

შევქმნათ ცოცხალი ღვინო, რომელიც გადმოსცემს ბუნების ენერგიას, სიცოცხლე შემოაქვს და გულს ახალისებს.

რას ნიშნავს VIVENS

ცოცხალი ღვინო, რომელიც ბუნებასთან ერთად ვითარდება და საკუთარ ენერგიას ინარჩუნებს.

Vivens ლათინურად ნიშნავს „ცოცხალს“.

ეს არის ღვინო, რომელსაც სიცოცხლე შემოაქვს და გულს ახალისებს. ვენახი და ბუნება ვენახს ვუვლით როგორც ცოცხალ ეკოსისტემას, სადაც ნიადაგი, ვაზი და ცხოველები ერთმანეთთან ბუნებრივ სიმბიოზს ქმნიან. ჩვენი მიდგომა ეფუძნება ბუნებრივ პრინციპებს — მისი ციკლების დაცვას, ბალანსის შენარჩუნებას და მინიმალურ ჩარევას. ვენახში მოძრავი ცხვარი ბუნებრივად ამდიდრებენ ნიადაგს. ჩვენ ვცდილობთ მინიმალური ჩარევით, მოვერგოთ ბუნების რიტმს და, ქიმიურ საშუალებებზე უარის თქმით, შევუწყოთ ხელი ბუნებრივი სიმბიოზის განვითარებას, სადაც თითოეულ ელემენტს თავისი როლი აქვს. მათი განვითარება აძლიერებს ნიადაგის სიცოცხლეს და ამცირებს რეზისტენტულობის განვითარებას, რის შედეგადაც ეკოსისტემა უფრო მდგრადი და ჯანსაღი ხდება.

Vivens

ლათინურად ნიშნავს „ცოცხალს“

ეკოსისტემა

ნიადაგი, ვაზი და ცხოველები ბუნებრივ ბალანსში

მინიმალური ჩარევა

ბუნებრივი სიმბიოზისა და ნიადაგის სიცოცხლის მხარდაჭერა

ადგილმდებარეობა

ქსნის ყოფილი კალაპოტი, მინერალური ნიადაგი და ბუნებრივი დრენაჟი ქმნის Vivens-ის ტერუარს.

ვენახი გაშენებულია მდინარე ქსნის ყოფილ კალაპოტზე, მინერალებით გამდიდრებულ ნიადაგზე.

მიწა — ქვიშის, ხრეშისა და თიხის ნაზავი — ქმნის გარემოს, სადაც ვაზი ბუნებრივად ვითარდება და იღებს თავის სტრუქტურასა და სიძლიერეს. კარგი დრენაჟი ფესვს საშუალებას აძლევს ღრმად განვითარდეს, სადაც ისინი ნიადაგის ბუნებრივად დაბალანსებულ გარემოში ვითარდება. სწორედ ეს გარემო ქმნის ჩვენს ტერუარს — ყურძენი ბუნებრივად იძენს არომატსა და ბალანსს, ღვინო კი თავის ხასიათსა და სიღრმეს.

ქსანი

ვენახი ყოფილ კალაპოტის არეალშია გაშენებული

ნიადაგი

ქვიშის, ხრეშისა და თიხის ნაზავი

ტერუარი

არომატი, ბალანსი, ხასიათი და სიღრმე

პირველი ნაბიჯი

ვენახის გაშენებიდან პირველ დაწურვამდე Vivens-ის გზა ბუნებრივი ღვინისკენ.

პირველი ნაბიჯი 2002 წელს გადაიდგა, როდესაც ჩაიყარა ვენახი.

თავიდანვე მიზანი იყო ცოცხალი, ნატურალური ღვინის შექმნა, რისთვისაც აუცილებელი იყო ეკოლოგიურად სუფთა ყურძენი — ცოცხალი ეკოსისტემიდან, ქიმიური და სინთეზური პესტიციდების გამოყენების გარეშე. 2024 წელს ჩვენს მარანში პირველად დაიწურა ყურძენი.

2002

ვენახი ჩაიყარა

მიზანი

ცოცხალი, ნატურალური ღვინო

2024

მარანში პირველად დაიწურა ყურძენი

1 / 3

ტექნოლოგია

ტექნოლოგიის მთავარი ღერძი არის ცოცხალი ეკოსისტემიდან მიღებული ყურძენი. მეღვინის როლი არის დაკვირვება ბუნებრივ დუღილზე და ბუნებრივ ვინიფიკაციაზე და არა მართვა. სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა, ჩვენი ნატურალური ყურძენი და სიყვარული არის ჩვენი ტექნოლოგია.

კონტაქტი

დაგვიკავშირდით — ვიზიტებისა და ჩვენი ღვინის შესახებ